ფიფა


  ფიფა - ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, (Fédération
Internationale de Football Association) ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანო. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში.  ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია ზეპ ბლატერი.
 
 ფიფა დაარსდა 1904 წლის 21 მაისს პარიზში. დამფუძნებელი წევრები იყვნენ: ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

 ფიფა_ პირველი პრზიდენტი იყო ეროვნებით ფრანგი  რობერ გერენი,  რომელიც 1906 წელს ინგლისელმა დანიელ ბარლი ვულფოლმა შეცვალა.  პირველი შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა ფიფა- ორგანიზებით, იყო ფეხბურთი 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

 მალე ფიფა-ში გაწევრება დაიწყეს არაევროპულმა ქვეყნებმაც: სამხრეთ აფრიკამ 1908 წელს, არგენტინამ და ჩილემ 1912 წელს, კანადამ და აშშ-მა 1913 წელს.

 პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ორგანიზაციის აქტიურობამ იკლო, ვინაიდან ფეხბურთელთა უმეტესობა ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა და საფრთხის ქვეშ დადგა ორგანიზაციის არსებობის საკითხი. 1918 წელს ფიფა- მესვეურობა გენერალურ მდივან კარლ ანტონ ვილჰელმ ჰირშმანს გადაეცა და ფიფა- არსებობა განაგრძო, თუმცა ორგანიზაციას გაეთიშა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, 1946 წელს კი ინგლისი ხელახლა გაწევრიანდა ფიფა-ში.

 ოლიმპიური ფეხბურთი წარმატებით სარგებლობდა, ამიტომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა საკუთუთარი საერთაშორისო ჩემპიონატი ჩაეტარებინა. 1928 წლის 28 მაისს, ამსტერდამში, ფიფა- კონგრესმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. ჩემპიონატის პირველი გათამაშება, 1930 წელს, ურუგვაიში ჩატარდა

  მსოფლიო ჩემპიონატის გარდა ფიფა ატარებს კიდევ 2 ტურნირს: ფიფა-
კონფედერაციის თასი და ფიფა- მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანია.

 ვიდეო მასალა:




ფიფა-ს შტაბ-ბინა ციურიხში


No comments:

Post a Comment