4. ფორმატი
1) საკვალიფიკაციო ეტაპი
დაწყებული 1934 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის
საგზურისათვის ტარდება საკვალიფიკაციო ეტაპი. საკვალიფიკაციო
რაუნდის დაწყების წინ ფიფა ყველა კონტინენტის ზონისათვის
წინასწარ საზღვრავს ფინალურ ეტაპზე გამსვლელი გუნდების
რაოდენობას.
საკვალიფიკაციო პროცესი ფინალური ეტაპის დაწყებამდე სამი წლით
ადრე იწყება და ორი წელი გრძელდება. კონფედერაციების
საკვალიფიკაციო ფორმატები განსხვავდება. 1938 წლიდან
მოყოლებული, ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს ავტომატურად
ენიჭებოდა საგზური და როგორც წესი, საკვალიფიკაციო რაუნდში არ
მონაწილეობდა. 1938-2002 წლებში ჩემპიონატის საგზური
ავტომატურად მოქმედ ჩემპიონსაც ენიჭებოდა, თუმცა 2006 წლის
შემდეგ მასაც უწევს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ბრძოლა.
ბრაზილია იყო პირველი მოქმედი ჩემპიონი (2002 წლის
გამარჯვებული), რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ვლინდება 31 საუკეთესო გუნდი რომელთაც
ემატება მასპინძელი ქვეყნის გუნდი და ეს 32 ნაკრები იბრძვის
საუკეთესოს წოდებიბისათვის.
2) ფინალური ეტაპი
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას იღებს 32
ეროვნული ნაკრები და დაახლოებით 1 თვე გრძელდება. ჩემპიონატი ორ
ეტაპად ტარდება: ჯგუფური და პლეი-ოფი.
ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რვა 4-გუნდიან ჯგუფებში ნაწილდება.
ჯგუფში სულ სამი ტურია და თითოეული გუნდი სამჯერ თამაშობს.
მატჩის მოგების შემთხვევაში გუნდს 3 ქულა ენიჭება, ფრეს შემთხვევაში
— ორივე გუნდს თითო-თითო ქულა, წაგების შემთხვევაში კი — ნული
(1994 წლამდე მოგებისათვის გუნდს ორი ქულა ენიჭებოდა). ჯგუფის
პირველ და მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები პლეი-ოფში გადიან.
ჯგუფში გუნდები შემდეგი მაჩვენებლებით ფასდებიან:
- ქულათა
უკეთესი რაოდენობის მიხედვით;
- გატანილ
და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის მიხედვით;
- გატანილი
გოლების მიხედვით;
- თუ
ზემოთ ჩამოთვლილმა მაჩვენებლებმა ვერ გამოავლინა
ჯგუფიდან გამსვლელი გუნდ(ებ)ის ვინაობა, მაშინ ის შეფასდება:
- ქულათა
უკეთესი რაოდენობის მიხედვით თანაბარმაჩვენებლიან
გუნდთან მიმართებაში;
- გატანილ
და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის მიხედვით
თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან მიმართებაში;
- გატანილი
გოლების მიხედვით თანაბარმაჩვენებლიან გუნდთან
მიმართებაში;
თუ გამსვლელი გუნდების ვინაობა მაინც ვერ გამოვლინდა, მაშინ ეს
კენჭისყრით გადაწყდება.
პლეი-ოფის რაუნდში, გუნდი მხოლოდ ერთხელ თამაშობს, წაგების
შემთხვევაში ეთიშება შეჯიბრს. მატჩში „ფრეს“ დაფიქსირების
შემთხვევაში ინიშნება დამატებითი დრო, შემდეგ —
თერთმეტმეტრიანების სერია. პლეი-ოფი მერვედფინალური
რაუნდით იწყება, შემდეგ მოყვება მეოთხედფინალი, ნახევარფინალი,
მატჩი მესამე ადგილისათვის (დამარცხებული ნახევარფინალისტები) და
ფინალი.
ჯგუფური ეტაპი |
პლეი-ოფი |
No comments:
Post a Comment