ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი — ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი.
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრები შედგა 1930 წლის 13 ივლისს.
პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა.
ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სწორედ ამიტომ ფიფა_ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, სწორედ ამის გამო 1928 წლის 28 მაისს ქ. ამსტერდამში ფიფა_მ გამართა კონგრესი სადაც გადაწყდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდებოდა 1930 წელს და მის
მასპინძელ ქვეყნად დასახელდა ურუგვაი, ეს ქვეყანაი იმიტომ იქნა არჩეული, რომ იმდროისთვის ურუგვაი იყო ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში.
ჩემპიონატში სულ 13 ქვეყანა მონაწილეობდა: 7 სამხრეთ ამერიკიდან, 4 ევროპიდან, ხოლო 2 ჩრდილოეთ ამერიკიდან. შეჯიბრება შერეული წესით ჩატარდა თავდაპირველად გუნდები ოთხ ქვეჯგუფებად დაიყვნენ და წრიულად ითამაშეს. ჯგუფის გამარჯვებულები კი პლეი-ოფში გავიდნენ და ოლიმპიური სისტემით განაგრძეს
ასპარეზობა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული გახდა მასინძელი ურუგვაის ნაკრები, რომელმაც ფინალში არგენტინის ნაკრები დაამარცხეს 93 000 მაყურებლის წინაშე, ანგარიშით 4-2.
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი.(ფინალი)
ურუგვაის ეროვნული ნაკრები 1930წ |
No comments:
Post a Comment