მსოფლიო ჩემპიონატის ბურთები

 გერმანულმა კომპანია ადიდას-მა 1963 წლიდან დაიწყო ფეხბურთის ბურ­თების შექმნა, 1970 წლიდან კი ფიფა-ს ოფიციალური პარტნიო­რია და მას შემდეგ ექსკლუზიურად ამზადებს ბურთებს მსოფ­ლიო ჩემპიონატებისთვის.

 ისტორია დაიწყო ტელსტარით, რომელიც მექსიკაში 1970 წელს გამართული ჩემპიონატისთვის დამზადდა.
ასევე ტელსტარი იყო ოთხი წლის შემდეგ, გერმანია-ში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, თუმცა ის წინამორ­ბედისგან მცირედით განსხვავდებოდა და სახელიც ოდნავ შეცვლი­ლი ჰქონდა - ტელსტარ დურლასტი.



დურალისტი 1970წ
დურალისტი 1970წ

1978 წლისთვის ადიდასმა ახალი ბურთი დაამზადა და მას ტან­გო უწოდა. ოთხი წლის შემდეგ, 1982წელს ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურმა ბურთმა მცირე მოდიფიკაცია განიცა­და, სახელად კი ტანგო ესპანია ეწოდა.

ტანგო ესპანია

1986 წელს ტურნირს კვლავ მექსიკამ უმასპინძლა, ადიდასმა კი მორიგი შედევრი შესთავაზა გულშემატკივრებს: მექსიკელთა წი­ნაპრების, აცტეკთა კულტურის სიმბოლოებით დამშვენებული ბურთი, სახელად აცტეკა. ტურნირის ყველა ბურთი ხელით შეიკე­რა - ასეთი რამ პირველად და, ჯერჯერობით, უკანასკნელად მოხ­და.

აცტეკა

1990 წელს იტალიაში, ფეხბურთელები ეტრუსკო უნი­კო-თი თამაშობდნენ. ადიდასის მორიგ პირმშოს აპენინის ნახევარ­კუნძულზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მცხოვრები ხალხის - ეტრუს­კთა კულტურის ელემენტები ამშვენებდა. ეტრუსკო უნიკო იყო ორი წლის შემდეგ შვედეთში გამართული ევროპირველობის ოფი­ციალური ბურთი.

ეტრუსკო უნიო

1994 წელს ამერიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილ ბურთს ადიდასმა კუესტრა უწოდა. წინამორბედებთან შედარებით ის უფრო მსუბუქი იყო და წყლით არ იჟღინთებოდა.

კუესტრა

1998 წელს საფრანგეთში გამართული პირველობისთვის შექმნი­ლი ტრიკოლორი პირველი ფერადი ბურთი იყო ადიდასისა და, შე­საბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში. ის საფრანგეთის სახელმწიფო დროშის ფერებით იყო გაფორმებული. ამავე დროს, ეს იყო ადიდასის პირველი ბურთი, რომელიც არა ევროპაში, არა­მედ აფრიკაში, კონკრეტულად მაროკოში დამზადდა.

ტრიკოლორი

2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართული ტურნირის ოფიციალუ­რი ბურთი იყო ფივერნოვა, რომელიც პოპულარობით არ სარგებ­ლობდა.

ფივენოვა

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატს კი ტიმგაისტი ამშვე­ნებდა. ტურნირის ისტორიაში პირველად, ყველა მატჩს კონკრეტუ­ლი ბურთები ჰქონდა, რომლებზეც მატჩის თარიღი, ასევე მონაწი­ლე გუნდების და სტადიონის სახელები იყო მითითებული.

ტიმგაისტი

ჯაბულანი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ დიალექტზე, ზულუზე, ზე­იმს ნიშნავს. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ბურთს სწო­რედ ჯაბულანი ერქვა და ის, ცხადია, ადიდასის ნაწარმია.

ჯაბულანი

No comments:

Post a Comment