თასის ისტორია

 ფიფა- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი საფეხბურთო
ჯილდოა ფიფას ოქროს თასი.

1930-1970 წლებში ჩემპიონატის გამარჯვებულები ჟიულ რიმეს (ფიფა-
პრეზიდენტი) სახელობის თასით ჯილდოვდებოდნენ, რომელიც  შექმნა
ფრანგმა იუველირმა აბელ ლეფლერმა. ოქროს თასი გამოხატავდა
გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს, თასის სიმაღლე 30 სმ, ხოლო წონა კი 1
კგ და 800 გრ იყო.

ეს თასი ორჯერ მოიპარეს, პირველად ლონდონიდან 1966 წელს, ის ერთ
კვირაშივე იპოვეს.

1970 წელს ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო
ჩემპიონი და წესების თანახმად თასი გადაეცა სამუდამოდ. 1983 წელს
თასი მეორედ მოიპარეს, მაგრამ მისი პოვნა ვეღარ შეძლეს.

1974 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშდება ახალი თასი
რომელიც იტალიელმა იუველირმა სილვიო გაზანიგომ დაამზადა, ეს
თასი სუფთა ოქროსგანაა დამზადებული, მისი წონა 4 კგ და 970 გრ.,
ხოლო სიმაღლე კი 36 სმ-ია.

1970 წელს, ბრაზილიამ, მოიპოვა რა ჩემპიონის წოდება მესამეჯერ, თასი 
სამუდამოდ დაისაკუთრა. თუმცა, 1983 წელს თასი მოიპარეს.

1970 წლის შემდეგ შეიქმნა ახალი თასი. ფიფა- ექსპერტებმა შვიდი
სხვადასხვა ქვეყნიდან განიხილეს 53 წარმოდგენილი მოდელი.
საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა იტალიელ სილვიო გაზანიგას ვერსიაზე.
თასის სიმაღლეა 36 სმ, დამზადებულია თვრამეტკარატიანი ოქროსაგან,
იწონის 6,175 კგ-. გამოსახულია ადამიანის ორი ფიგურა, რომელთაც
ხელებში გლობუსი უჭირავთ. ქვედა ნაწილზე ამოტვიფრულია
გამართული ჩემპიონატების წლები და გამარჯვებულები, დაწყებული
1974 წლიდან.

მსოფლიო თასი გამარჯვებულებს დროებით, მომდევნო გათამაშების
ჩატარებამდე ენიჭებათ, თუმცა სამუდამოდ რჩებათ თასის ოქროთი
მოჭედილი რეპროდუქცია.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე გასული გუნდის წევრები 
(ფეხბურთელები და მწვრთნელები) ჯილდოვდებიან მედლებით: ოქროსი (გამარჯვებულები), ვერცხლის (ფინალისტები) და ბრინჯაოსი
(მესამე-ადგილოსნები). 2002 წლის ჩემპიონატზე მედლებით დაჯილდოვდა მეოთხე ადგილზე გასული მასპინძელი სამხრეთი კორეის
ნაკრებიც. 1978 წლამდე მედლებს მხოლოდ თერთმეტი ფეხბურთელი
იღებდა. 2007 წლის ნოემბერში ფიფა- ხელმძღვანელობამ განაცხადა,
რომ 1930-1974 წლების ჩემპიონატების გამარჯვებული ნაკრებების
ყველა წევრი ოქროს მედალს მიიღებდა.




     
ჟიულ რიმეს თასი1930-1970 წწ ფიფას მსოფლიო თასი


წყარო:


No comments:

Post a Comment