რეკორდები და სტატისტიკა


6. რეკორდები და სტატისტიკა

  ჩემპიონატებში მონაწილეობის რაოდენობის მიხედვით ლიდერობენ მექსიკელი ანტონიო კარბაჰალი (1950–1966) და გერმანელი ლოთარ მათეუსი (1982–1998). მათ ხუთ ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ამასთანავე, ლოთარ მათეუსი ლიდერობს ჩატარებული თამაშების რაოდენობის მხრივაც. მან 25 მატჩში ითამაშა.

  ბრაზილიელი პელე ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონატი სამჯერ 
მოიგო (1958, 1962, 1970). მხოლოდ ფრანც ბეკენბაუერს აქვს მოგებული სამივე საპრიზო ადგილი.

  მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია ბრაზილიელი რონალდო 15 გატანილი გოლით (1998–2006). მას ოდნავ ჩამორჩებიან მიროსლავ კლოზე (2002–2010) და გერდ მიულერი (1970–1974) – 14 გოლი. მიროსლავ კლოზეს ფინალურ მატჩში არასოდეს გაუტანია, მაგრამ გერდ მიულერთან ერთად 14 გოლით მეორე ბომბარდირია მუნდიალის და შანსი აქვს რონალდოსაც გაასწროს გოლების რაოდენობით, თუ 2014 წლის მუნდიალზე წარმატებით ითამაშებს


 ფრანგი ჟიუსტ ფონტენი ლიდერობს ერთ ჩემპიონატში გატანილი 
გოლების რაოდენობის მიხედვით. მან მხოლოდ 1958 წლის ჩემპიონატზე 13-ჯერ გამოიჩინა თავი.

  მხოლოდ ბრაზილიელ მარიო ზაგალოს და გერმანელ ფრანც ბეკენბაუერს აქვთ მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში. იტალიელი ვიტორიო პოცო ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონი ორჯერ გახდა (1934, 1938).

  ეროვნულ ნაკრებებს შორის გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი — 99 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ბრაზილიას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი – 210. ეს ორი გუნდი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში, შეხვდნენ ერთმანეთს, და ის თამაში ბრაზილიელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2-0. ეს გამარჯვება კი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისათვის იყო რიგით მეხუთე.





გოლი ქვეყანა ბომბარდირი
15 ბრაზილია რონალდო
14 გერმანია გერდ მიულერი
14 გერმანია მიროსლავ კლოზე
13 საფრანგეთი ჟუსტ ფონტენი
12 ბრაზილია პელე
11 გერმანია იურგენ კლინსმანი
11 უნგრეთ შანდორ კოჩიში
10 არგენტინა გაბრიელ ბატისტუტა
10 პერუ თეოფილო კუბილიასი
10 პოლონეთი გჟეგოჟ ლიატო
10 ინგლისი გარი ლინეკერი
10 გერმანია ჰელმუტ რანი



No comments:

Post a Comment