3. შერჩევის პროცესი
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის ადრეულ პერიოდში ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს კონგრესი არჩევდა. სიშორის გამო ევროპული ქვეყნებისათვის დიდი პრობლემა იყო ნაკრების სამხრეთ ამერიკაში გაგზავნა, და პირიქით. მაგალითად, ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში მხოლოდ ოთხი ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა. 1934 და 1938 წლის ჩემპიონატები ევროპაში გაიმართა. საფრანგეთში ჩატარებულ გათამაშებას ბოიკოტი გამოუცხადეს არგენტინამ და ურუგვაიმ.
1958 წელს, მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ფიფა-მ
გადაწყვიტა ჩემპიონატი ამერიკის კონტინენტზე და ევროპაში.
მორიგეობით ჩაეტარებინა. ამ წესმა 1998 წლამდე იარსება. 2002 წლის
გათამაშება კი პირველი იყო, რომელიც ჩატარდა აზიაში და მას ორმა
ქვეყანამ უმასპინძლა სამხრეთი კორეა და იაპონია. 2010 წელს სამხრეთი
აფრიკა პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიო
ჩემპიონატს უმასპინძლა, ხოლო 2014 წელს ბრაზილია პირველი
სამხრეთამერიკული მასპინძელი იქნება 1978 წლის შემდეგ.
მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი კენჭისყრის
წესით ირჩევს. აღსანიშნავია რომ მასპინძელი ქვეყანა ავტომატურად
ხვდება გათამაშების ფინალურ ეტაპზე და მას არ უწევს საკვალიფიკაციო
ეტაპის გადალახვა.
როგორც წესი, მასპინძელი ჩემპიონატამდე 6-7 წლის ადრე სახელდება.
თუმცა ზოგჯერ რამდენიმე გათამაშების მასპინძელი ერთდროულად
სახელდება. მაგალითად, ასე მოხდა 2010 წელს, როდესაც 2018 და 2022
წლების მასპინძლები ერთდროულად გამოცხადდნენ, 2018 წელს
გათამაშებას უმასპინძლებს რუსეთი ხოლო 2022 წელს ყატარი.
2010 და 2014 წლებისათვის წინასწარ იყო განსაზღვრული მასპინძელი
კონტინენტი (აფრიკა 2010 და სამხრეთი ამერიკა 2014 წელს).
2018 წლიდან დაწყებული ნებისმიერი კონტინენტის ქვეყანას შეუძლია
ჩემპიონატის მასპინძლობა, გარდა იმ კონტინენტიდან, რომელმაც წინა
ორ გათამაშებას უმასპინძლა ზედიზედ. ამ ცვლილების ერთ-ერთი
მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ 2014 წლისათვის ბრაზილია
მასპინძლობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
დღემდე რვა ეროვნულ ნაკრებს აქვს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის
ტიტული. აქედან ექვსი ჩემპიონი გახდა საკუთარ ქვეყანაში.
გამონაკლისია ბრაზილია, რომელმაც 1950 წლის ჩემპიონატზე მეორე
ადგილი დაიკავა და ესპანეთი, რომელიც 1982 წელს მეორე რაუნდს ვერ
გასცდა საკუთარ კედლებში. ინგლისმა (1966) და საფრანგეთმა (1998)
თავიანთი ერთადერთი ტიტული მასპინძლის რანგში მოიგეს.
თავიანთ ქვეყანაში წარმატებით იასპარეზეს სხვა ნაკრებებმაც: შვედეთი
(1958, მეორე ადგილი), ჩილე (1962, მესამე ადგილი), სამხრეთი კორეა
(2002, მეოთხე ადგილი), მექსიკა (1970 და 1986, მეოთხედფინალები).
სამხრეთი აფრიკა ერთადერთი მასპინძელი ნაკრები იყო (2010წ)
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელიც პირველ რაუნდს ვერ
გასცდა.
წყარო:
http://ka.wikipedia.org/wiki/მსოფლიო_საფეხბურთო_ჩემპიონატი#.E1.83.A1.E1.83.90.E1.83.A3.E1.83.99.E1.83.94.E1.83.97.E1.83.94.E1.83.A1.E1.83.9D_.E1.83.92.E1.83.A3.E1.83.9C.E1.83.93.E1.83.94.E1.83.91.E1.83.98
No comments:
Post a Comment